ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ამერიკელ ელექტორატთან პირისპირ დიალოგს მართავს


ობამა ამერიკელ ელექტორატთან პირისპირ დიალოგს მართავს
ობამა ამერიკელ ელექტორატთან პირისპირ დიალოგს მართავს

მაშინ როცა, შეერთებულ შტატებში, უმუშევრობის მაჩვენებლი ჯერ კიდევ მაღალია და საფინანსო ბაზრები კვლავ არასტაბილურია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამერიკელ ელექტორატთან პირისპირ დიალოგს მართავს. მიმდინარე კვირას ამერიკის ლიდერი ქვეყნის სამ შტატში - მინესოტაში, აიოვასა და ილინოისში მოგზაურობს და ამერიკელებთან დასაქმებისა და ეკონომიკის საკითხებზე საუბრობს.

ამერიკელ ამომრჩეველთა ერთ ნაწილს ძნელად თუ წარმოუდგენია პრეზიდენტ ბარაკ ობამას კრიტიკა. ჯიმ ლინჩი საბითუმო მაღაზიის მენეჯერია. მისი თქმით:

„ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ეკონომიკის გასაუმჯობესბელად. მაგრამ, არ მგონია, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად მასთან ყველას ჰქონდეს თანამშრომლობის სურვილი, რაც, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ბრალი არ. არის.

ლინჩის მოსაზრება, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატების შეხედულებებისაგან საკმაოდ განსხვავდება.

აიოვას ქალაქ დეკორში ამომრჩევლებთან სასაუბროდ მისულმა პრეზიდენტმა კრიტიკოსების გასაგონად შემდეგი განაცხადა:

„ პრობლემა იმაშ მდგომარეობს, რომ პარტიულ ამოცანებს ხშირად ქვეყნის ინტერესებზე წინ ვაყენებთ. და ქვეყანაში, საერთო გამარჯვების მოპოვების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების წარუმატებლობას ცდილობენ პოლიტიკოსები.“

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, შტატებში მოგზაურობის ფარგლებში, ეკონომიკურად წარმატებული ობიექტებიც მოინახულა.

აიოვას შტატის ეკონომიკური განვითარების დირექტორმა რენდი ულმა, აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნა რომ აივოაში არსებული უმუშევრობის რიცხვი, რომელიც 4.8%-ს შეადგენს, ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით დაბალია.

„ჩვენთან სამშენებლო ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია. თუმცა სავარაუდოდ მომავალი წლის დეკემბერ-იანვრისათვის, უმუშევრობა, გასულ წელთან შედარებით, ცოტათი გაიზრდება. ასე რომ, ეს საკითხი ჩვენც გვაღელვებს, რასაც ასევე საწარმოთა ფუნქციონირების შესახებ გაურკვეველი სიტუაციაც ემატება“- თქვა ეკონომიკური განვითარების დირექტორმა რენდი ულმა.

აიოვას შტატის არაერთი წარმომადგენელი პრეზიდენტს ეკონომიკური მდგომარეობისთვის ბრალს არ სდებს, თუმცა აქაც, ისევე როგორც არაერთ სხვა შტატში, პრეზიდენტს სერიოზული გამოცდა ელის.

ორგანიზაცია გალოპის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა მხოლოდ 39 პროცენტი იწონებს ბატონი ობამას საქმიანობას, რაც პრეზიდენტისათვის არნახულად დაბალი მაჩვენებლია.


XS
SM
MD
LG