ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში აშშ-ის 73 კომპანია ერთვება


პარიზის კლიმატის სამიტზე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში 73 ამერიკული კომპანია ერთვება.

ერთობლივი ძალისხმევის მიზანი ემისიების 50 პროცენტით, წყლის მოხმარების 80 პროცენტით შემცირება და განახლებადი ენერგიის ყიდვაა.

დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2.1 მილიარდ ამერიკულ დოლარს გამოყოფს, რაც ამ ქვეყნებში განახლებადი ენერგო წყაროების განვითარებას მოხმარდება.

XS
SM
MD
LG