ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა გაეროში სიტყვით გამოვიდა


ობამას განცხადებით, მსოფლიოში პროგრესის მიღწევა მხოლოდ ტოლერანტობისა და თავისუფლების გავრცელების ხარჯზე უნდა მოხდეს

ერთი საათის წინ, გაეროს 67-ე გენერალურ ასამბლეაზე მოხსენება დაასრულა ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. ამერიკელმა ლიდერმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურებს მოუწოდა, ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ აიმაღლონ ხმა განაცხადა რა, რომ მსოფლიოში პროგრესის მიღწევა მხოლოდ ტოლერანტობისა და თავისუფლების გავრცელების ხარჯზე უნდა მოხდეს.

„ამერიკელები იბრძვიან და იღუპებიან ყველა იმ ადამიანის დასაცავად, რომლებიც ყველგან მსოფლიოში საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობენ. თუმდაც იმ აზრისა, რომელსაც შეიძლება ჩვენ არ ვიზიარებდეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან მრავალფეროვან საზოგადოებაში, განსხვავებული აზრის ჩახშობა შესაძლოა უმცირესობების დევნის და საპირისპირო აზრის განეიტრალების საფუძველი გახდეს."

ობამამ დამსწრეებს მოახსენა, რომ დადგა დრო - მოხდეს იმ ძალების მარგინალიზაცია, რომლებიც ამერიკის ან ევროპის სიძულვილს ქადაგებენ.

ამერიკის პრეზიდენტის მოხსენების დიდი ნაწილი დაეთმო ანტი-ისლამური ფილმის გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების შეფასებას. აღნიშნულ ფილმს, პრეზიდენტმა ობამამ უხეში და აღმაშფოთებელი უწოდა, თუმცა, მისი განცხადებით, ეს ფაქტი ვერ გაამართლებს უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ლიბიაში ამერიკის ელჩის, კრის სტივენსის მკვლელობას.

ბირთვული ირანი არამხოლოდ ისრაელს უქადის საფრთხეს ან სპარსეთის ყურის ქვეყნების უსაფრთხოებას ან გლობალური ეკონომიკის სტაბილობას ემუქრება. ბირთვული ირანი ბირთვული შეიარაღების წინაპირობაა რეგიონში . ამიტომაც ამერიკა გააკეთებს ყველაფერს, რათა ირანს ხელი შეუშალოს ბირთვული იარაღის მოპოვებაში,” - განაცხადა ობამამ.

ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკა მკვლელებს ამოიცნობს და დასჯის.

ობამამ ასევე მკაცრი შეფასებები მისცა სირიის პრეზიდენტის მოქმედებებს და მის რეჟიმს ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი უწოდა.
XS
SM
MD
LG