ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ამერიკა დატოვა


შეერთებული შტატების პრეზიდენტი სანკტ პეტერბურგში ვიზიტამდე შვედეთში ჩავიდა

პრეზიდენტი ობამა შვედეთში იმყოფება. სამდღიანი ტურნეს მარშრუტი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას შემდეგ შეცვალა, რაც მოსკოვში პუტინთან შეხვედრის გაუქმება გადაწყდა.

სტოკჰოლმის აეროპორტში პრეზიდენტ ობამას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, შვედეთში შეერთებული შტატების ელჩი, მარკ ბრზეჟინსკიც დახვდა. ქვეყნის პრემიერ ფრედერიკ რეინფელდტან და შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავთან შეხვედრის გარდა, პრეზიდენტი ობამა მიიღებს ფინეთის, დანიის, ნორვეგიის და ისლანდიის ლიდერებს. შემდეგ შეერთებული შტატების ლიდერი დიდი ოცეულის სამიტზე დასასწრებად სანკტ პეტერბურგში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG