ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა რომნის ეკონომიკურ გეგმაზე საუბრობს


ობამასა და რომნის პოპულარობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის ერთნაირია

პრეზიდენტი ობამა და მისი მხარდამჭერები დემოკრატთა ეროვნული ყრილობის წინ ძალებს იკრებენ. კოლორადოს შტატში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ობამამ რესპუბლიკელთა კანდიდატის, მიტ რომნის ეკონომიკური გეგმა გააკრიტიკა და განაცხადა რომ „უკან დახევისთვის ძალზე შორი მანძილია გასავლელი.“

რომნის კომენტარი არ გაუკეთებია. მან კვირადღე მორმონთა ტაძარში გაატარა. თუმცა, ტელეკომპანია „სი-ენ-ენზე“ გამოსვლისას, მისმა ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა, ერიკ ფერნსტორმმა აღნიშნა, რომ რომნი ბევრად უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის და უკეთეს ხელფასებს დანიშნავს, ვიდრე „ობამას ჩავარდნილი პრეზიდენტობის პერიოდში.“

სააგენტო როიტერის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვებით, ობამასა და რომნის პოპულარობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის ზუსტად ერთნაირია: ისინი ხმათა 45-45 პროცენტს ინაწილებენ.
XS
SM
MD
LG