ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროფკავშირები ობამას ინიციატივას მხარს უჭერენ


ამ კვირას პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში პროფკავშირების ლიდერებს, კორპორატიულ აღამსრულებელ პირებს და კონგრესმენებს შეხვდება

აშშ-ის პროფკავშირების ლიდერებმა პრეზიდენტ ობამას შეხვედრის დროს პენსიების შემცირება და ხანდაზმულებისთვის ჯანდაცვის შეწყვეტის გაუქმება მოსთხოვეს.

ამ კვირას პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლში პროფკავშირების ლიდერებს, კორპორატიულ აღამსრულებელ პირებს და კონგრესმენებს შეხვდება და ქვეყნის ფისკალური მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

აშშ-ის წამყვანი პროფკავშირული ორგანიზაციები პრეზიდენტ ობამას საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი და უდიდეს მხარდაჭერას უცხადებდნენ მას. ისინი იზიარებენ პრეზიდენტის სურვილს - ქვეყნის მდიდარ ფენას გადასახადები გაეზარდოს, თუმცა, პრეზიდენტის ამ ინიციატივას კონგრესის რესპუბლიკელები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG