ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ევროპაში სათვალთვალო პროგრამაზე საუბრობს


პრეს-კონფერენციის დროს, ბარაკ ობამამ ამერიკაში, ინტერნეტითა და ტელეფონით განხორციელებული თვალთვალის პროგრამები დაიცვა

ბერლინში პრეს-კონფერენციისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკისთვის ევროპასთან ურთიერთობა შეერთებული შტატების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვაკუთხედია და რომ ევროპა ამერიკის პარტნიორია ფაქტობრივად ყველა დარგსა და წამოწყებაში. ამერიკელი ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები რომლებსაც ევროპა და ამერიკა უპირისპირდება განსხვავებული ხასიათისაა, ორმხრივი ურთიერთობები და კავშირები ბოლო პერიოდში მხოლოდ გაღრმავდა საერთო ღირებულებებისა და საერთო იდეალების ხარჯზე.

პრეს-კონფერენციის დროს, ბარაკ ობამამ ამერიკაში, ინტერნეტითა და ტელეფონით განხორციელებული თვალთვალის პროგრამები დაიცვა. მისი თქმით, ამ ძალისხმევის შედეგად ადამიანები სიკვდილს გადაურჩნენ.
ბერლინში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართული პრეს-კონფერენციისას, პრეზიდენტმა ობამამ ასევე თქვა, რომ მისი რწმენით ამერიკის ახლანდელმა მთავრობამ კარგად გამონახა ბალანსი სამოქალაქო უფლებების დაცვასა და დაზვერვის მიზნით ინფორმაციის შეგროვებას შორის.
პრეზიდენტის თქმით, ამ პროგრამების საშუალებით ამერიკაში ან უცხოეთში ჩვეულებრივი ამერიკელების ელ. ფოსტა არ მოწმდება.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის სათვალთვალო პროგრამების გასაჯაროებამ მთავრობის მოქმედებებზე დააფიქრა არაერთი გერმანელი, რომლებსაც გესტაპოსა და სტასის საიდუმლო პოლიციის მოღვაწეობა ახსოვთ.
XS
SM
MD
LG