ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას მიმართვა


ბარაკ ობამამ ამერიკელების ყურადღება კოლორადოს შტატის ვალდოს კანიონში მძვინვარე ხანძარზე გაამახვილა

თავის ყოველკვირეულ რადიო-მიმართვაში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელების ყურადღება კოლორადოს შტატის ვალდოს კანიონში მძვინვარე ხანძარზე გაამახვილა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სტიქიასთან ბრძოლაში ფედერალური, შტატის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირული თავდადება და საუკეთესო კორდინაცია გამოავლინეს.

ბარაკ ობამამ დიდი მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს და მათ დამხმარე მოხალისეებს, რომლებსაც კოლორადოს შტატში ჩასვლისთანავე მიმართა.
ტყეში გავრცელებულა ხანძარმა ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონიდან 35 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა.
XS
SM
MD
LG