ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას პირველი ოფიციალური ვიზიტი კენიაში


ბარაკ ობამა

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს კენიის დედაქალქ ნაირობიში ჩადის სადაც გლობალური მეწარმეობის სამიტს დაესწრება.

ობამასთვის მამის სამშობლოში პრეზიდენტის რანგში ეს პირველი ვიზიტია.

ობამას კენიაში ვიზიტი სავარაუდოდ ქვეყნის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას წინააღმდეგ წარმოებული კრიმინალური გამოძიებების გამო გადაიდო. საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ მტკიცებულებების უქონლობის გამო საქმის გამოძება შეწყვიტა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი პრეზიდენტის შეხვედრა.

კვირას პრეზიდენტი ეთიოპიას ეწვევა, ის ამერიკის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში ჩავა. ობამა ეთიოპიის პრემიერ მინისტრს შეხვდება და ადის აბებაში აფრიკის კავშირს სიტყვით მიმართავს.

კვირის დასაწყისშითეთრ სახლში გამართულ მიღებაზე ობამამ განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო კანონი, რომელიც აფრიკის კონტინეტის 40 ქვეყანას ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს კონტინეტზე კარგ მმართველობას და ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG