ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტისგან რესპუბლიკელები დათმობას ელიან


პრეზიდენტისგან რესპუბლიკელები დათმობას ელიან
პრეზიდენტისგან რესპუბლიკელები დათმობას ელიან

რესპუბლიკელები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონის გამოწვევას და მთავრობის დანახარჯების შემცირებას გეგმავენ.

შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წაგების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რესპუბლიკელებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ პრეზიდენტი კონგრესთან დათმობებზე წავა.

სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელი ვაშინგტონში დაფუძნებულ ჰერიტაჯის ფონდში დღეს სიტყვით გამოვა და იგივე მოსაზრებას ფართო საზოგადოებას გააცნობს.

მაკონელმა ახლახან განაცხადა, რომ რესპუბლიკელების უპირველესი პრიორიტეტის იმის უზრუნველყოფა არის, რომ 2012 წელს ამერიკელებმა ობამა მეორე საპრეზიდენტო ვადით არ აირჩიონ. გარდა ამისა, მომდევნო 2 წლის მანძილზე რესპუბლიკელები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის კანონის გამოწვევას და მთავრობის დანახარჯების შემცირებას გეგმავენ.

XS
SM
MD
LG