ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა-პუტინის შეხვედრას კონსტრუქციულად აფასებენ


კვირას დიდი ოცეულის ეკონომიკურ სამიტზე შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერები სირიაში პოლიტიკური გარდამავალი ეტაპის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ პუტინის აზრით, 4-წლიანი ომით განადგურებულ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საბრძოლო ოპერაციები გაეროს მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებით უნდა შეჩერდეს.

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა 35 წუთის მანძილზე ისაუბრეს. თეთრი სახლი მათ დისკუსიას კონსტრუქციულს უწოდებს, რაც ხშირად ანტაგონისტური განწყობების შემდეგ ორი ლიდერის შეხვედრების დინამიკაში საყურადღებო ცვლილებას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG