ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ და პუტინმა სტრატეგიული საკითხები განიხილეს


პარიზი, 30 ნოემბერი, 2015.
პარიზი, 30 ნოემბერი, 2015.

ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ლიდერთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას სინანული გამოთქვა გასულ კვირას თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო და კრემლს მოუწოდა ინციდენტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაძაბულობა შეარბილოს.

პარიზში, კლიმატის სამიტის პარალელურად, ლიდერებმა 30 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. მანამდე, თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტისას და შემდგომი სამაშველო ოპერაციისას რუსი პილოტი და ეკიპაჟის წევრი გარდაიცვალა. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ობამასა და პუტინის შეხვედრის დროს ასევე განხილული იყო კონფლიქტი სირიაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების საჭიროება არსებობს.

თეთრი სახლის განცხადებით, ლიდერებმა პროგრესის აუცილებლობაზე ისაუბრეს ვენაში შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის საფუძველზეც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უნდა მოხდეს. თუმცა მხარეებმა აქვე განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს სირიის გარდამავალ ეტაპზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მონაწილეობის საკითხში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საჰაერო ოპერაციებისას სირიაში აქცენტი დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეებზე, და არა ასადის ოპოზიციურ დაჯგუფებებზე უნდა გააკეთოს.

აშშ-ის პირველი პირის გზავნილში ასევე იყო პრო-რუს სეპარატისტებსა და უკრაინელ ჯარებს შორის კონფლიქტის დასრულების და მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა. ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შემსუბუქება შესაძლებელია, თუ მინსკის შეთანხმება შესრულდა.

XS
SM
MD
LG