ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა პაკისტანის ლიდერს შეხვდა


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, პაკისტანთან ურთიერთობის განხილვა არა მხოლოდ პაკისტანის სუვერენიტეტის, არამედ ამერიკის უსაფრთხოების მიზნებს ესაჭიროება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ობამამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა ვიდრე პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანისთან გამართავდა მოლაპარაკებას. პაკისტანის და შეერთებული შტატების ლიდერები ერთმანეთს სეულში, საერთაშორისო ბირთვული სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ბოლო პერიოდში შეერთებულ შტატებს და ისლამაბადს შორის ურთიერთობები დაიძაბა, რაც გასულ წელს საჰაერო ოპერაციის დროს დაშვებული შეცდომის გამო 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვამ გამოიწვია.

XS
SM
MD
LG