ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მიმდინარე პროცესების ფონზე ოპტიმისტურადაა განწყობილი


აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს, რომ ამერიკა „უკეთესობისკენ მიდის“ და ამიტომ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ობამა ამობობს, რომ ოპტიმიზმის მიზეზს მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობა აძლევს.

იმდენად იმედიანად ვგრძნობ თავს, რამდენად გაბრაზებულიც თქვენ ხართ.. ცვლილებები მოდის, რაღაც ეპიკური ცვლილებების მსგავსი.
ბარაკ ობამა


ექსპრეზიდენტმა ამის შესახებ ონლაინ ღონისძიებაზე ისაუბრა. ბარაკ ობამას, ღონისძიებაზე კონკრეტული პირების შესახებ არ უსაუბრია, მათ შორის არ უხსენებია არც პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემებზე საუბრის დრო დადგა.

„იმდენად იმედიანად ვგრძნობ თავს, რამდენად გაბრაზებულიც თქვენ ხართ.. ცვლილებები მოდის, რაღაც ეპიკური ცვლილებების მსგავსი.“ - ამბობს ობამა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი სურვილია ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი რასის გამო პოლიციის სამიზნედ გრძნობენ თავს, იცოდნენ, რომ მათი სიცოცხლე და ოცნებები მნიშვნელოვანია.

ობამა იმ ადამიანებსაც ეხმაურება, ვინც მიმდინარე მოვლენებს, 60-იანი წლების საპროტესტო მარშებს ადარებს. „ამ ისტორიის საკმარისი ცოდნა მაქვს იმის სათქმელად, რომ ახლა რაღაც განსხვავებული ხდება.“ ობამა ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები მეტად წარმოადგენს ამერიკას, ვიდრე 50 წლის წინანდელი საპროტესტო მოძრაობები.

ის ახალგაზრდებს ამხნევებს და ეუბნება, რომ ცვლილებები ქვეყანაში დგება როგორც არჩევნებში მონაწილეობით, ასევე სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, და არა მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციებით.

ჯიმი კარტერი
ჯიმი კარტერი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთმა ექსპრეზიდენტმა შეაფასა. ობამას მსგავსად, ჯიმი კარტერიც, მიმდინარე მოვლენებზე კონკრეტული ადამინების, მათ შორის დონალდ ტრამპის ხსენების გარეშე საუბრობს და ამბობს - „ჩვენ გვჭირდება ისეთივე კარგი მთავრობა, როგორი კარგიც ხალხია და ჩვენ ამაზე უკეთესები ვართ“.

ჯორჯ ბუში
ჯორჯ ბუში

"დადგა დრო, ამერიკამ ჩვენი ტრაგიკული ჩავარდნები გააანალიზოს" - თქვა სამშაბათს კიდევ ერთა ექსპრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. რესპუბლიკელი პრეზიდენტი ამბობს, რომ ღრმად შეშფოთებულია იმ "შიშით და უსამართლობით", რომელმაც ქვეყანა მოიცვა. ამ ყველაფრის მიუხედავად, "ჩვენ ხმის ამოღებისგან თავს ვიკავებდით, რადგან ახლა ლექციების ჩატარების დრო არ არის. ახლა დროა ჩვენ მოვუსმინოთ [სხვებს]" - განაცხადა ქსპრეზიდენტმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG