პაკისტანის თალიბანთან კავშირის ბრალდება და ისლამაბადის ბირთვული არსენალი, სავარაუდოდ, თეთრ სახლში დღეს გამართული შეხვედრის მთავარი თემები იქნება. შეერთებული შტატების დედაქალაქში პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრს ნავაზ შარიფს მასპინძლობს.
მოელიან, რომ პრეზიდენტი ობამა პაკისტანის პრემიერს ასევე მოუწოდებს განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება ქაბულს და ავღანეთის ყოფილ ისლამისტ მმართველებს შორის. გასულ კვირას თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ავღანეთში 5 500 სამხედრო პერსონალს 2016 წლის შემდეგაც დატოვებს, რითაც პრეზიდენტმა ობამამ მომავალი წლის დასასრულამდე ამერიკული ძალების ქვეყნიდან სრულად გამოყვანის შესახებ დიდი ხნის წინ მიცემული დაპირება შეცვალა.