შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ამერიკაში ისრაელის მთავარ ლობისტურ ორგანიზაციაში სიტყვით გამოვიდა და ისრაელსა და შეერთებული შტატებს შორის არსებულ ურყევ მეგობრულ ურთიერთობებზე ილაპარაკა.
მანამდე ბატონმა ობამამ ისრაელის მმართველი წრეების რისხვა დაიმსახურა, როდესაც რამდენიმე დღის წინ 1967 წლის ომამადელ საზღვრებში ისრაელის და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობაზე ილაპარაკა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტკა ამერიკის პრეზიდენტი და 1967 წლის საზღვრების აღდგენის შემთხვევაში ისრაელის თავდაცვისუნარიანობის დასუსტებაზე ილაპარაკა.