ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ბან კი-მუნს ხვდება


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი-მუნი დღეს თეთრ სახლს ესტუმრება და პრეზიდენტ ობამასთან ერთად რამდენიმე საკითხს განიხილავს.

გენერალური მდივნის სპიკერის განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორისაა კლიმატის ცვლილება, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები და ჰუმანიტარული კრიზისები სირიასა და ლიბანში.

შეხვედრის წინ ორივე ლიდერმა ახალი სოციალური ინიციატივის შესახებ გააკეთა განცხადება, გუშინ პრეზიდენტი ობამა ამერიკული საწარმოების მიერ ნახშირბადის დაბინძურების წინააღმდეგ რეგულაციების იდეით გამოვიდა.

ბან კი მუნი კი გაეროსა და 193 წევრ ქვეყანას შორის მიღწეულ ახალ შეთანხმებას უწევს პოპულარიზაციას, რომლის მიზანიც 2030 წლამდე სიღარიბის აღმოფხვრა, გენდერული თანასწორობის მიღწევა და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაა.

XS
SM
MD
LG