ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას სატელეფონო საუბარი ლი მუნგ ბაკთან


ობამას სატელეფონო საუბარი ლი მუნგ ბაკთან
ობამას სატელეფონო საუბარი ლი მუნგ ბაკთან

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მუნგ ბაკს ტელეფონით ესაუბრა. ბატონმა ობამამ სამხრეთ კორეას თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.

თეთრი სახლის განცხადებით, ობამამ ჩრდლიოეთ კორეის მიერ ჩადენილი მოქმედებები დაგმო. კუნძული იენპიენგის დაბომბვის შედეგად სამხრეთ კორეის ორი საზრღვაო ქვეითი დაიღუპა და ათობით სამხედრო მოსამსახურე პირი დაშავდა.

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ამერიკა კორეასთან გააგრძელებს ახლო პარტნიორულ ურთიერთობებს და სამომავლოდ კიდევ უფრო გაამყარებს ალიანსს ორ ქვეყანას შორის.

ბატონმა ობამამ ასევე მიმართა ჩინეთს და გადანცხადა, რომ პეკინმა ფხენიანს უნდა გააგებინოს, რომ ჩრდილოეთ კორეამ საერთაშორისო ნორმების დაცვით უნდა იმოქმედოს.

XS
SM
MD
LG