ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ერაყის ჯარების დამატებითი წვრთნების იდეით გამოდის


პრეზიდენტი ბარაკ ობამა
პრეზიდენტი ბარაკ ობამა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია ერაყის ჯარების დროული გაწვრთნა. მან ასევე დასძინა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი წვრთნების საჭიროებას იზიარებს.

ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გუშინ გერმანიაში შეხვდა, სადაც მაღალი რანგის ლიდერებმა სამხედრო დაჯგუფებასთან გამკლავების სტრატეგიაზე იმსჯელეს. ამერიკის მიერ წარმართული კოალიციის ძალისხმევის მიუხედავად „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიები, მათ შორის მსხვილი ქალაქები დაიკავა.

ობამას განცხადებით პენტაგონი წვრთნების გეგმებზე მუშაობს, მისივე თქმით უკვე გაწვრთინილი დანაყოფები ეფექტურად მოქმედებენ, თუმცა პრიორიტეტი ახალი ჯარისკაცების შერჩევა უნდა იყოს, განსაკუთრებით სუნიტი მოსახლეობიდან.

„ერთი რამ, რასაც ერაყში ვაწყდებით ის არის, რომ უფრო მეტი წვრთნის შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე გასაწვრთნელი ჯარისკაცები.“

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ მოხალისეების შეჩერების მნიშვნელობაზე, რომლებიც ჯგუფში გასაწევრიანებლად სირიასა და ერაყში ჩადიან.

XS
SM
MD
LG