ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანს საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ


თეირანს საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ
თეირანს საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი აცხადებს, რომ ორ ირანელს, რომლებიც დაქირავებული მკვლელები არიან და ირანის მთავრობის დავალებით მუშაობდნენ, შეთქმულების დაგეგმის ბრალდება წაუყენეს.

„შეთქმულება, სავარაუდოდ, დაიგეგმა, დაფინანსდა და იმართებოდა თეირანიდან. ეს კი უხეში დარღვევაა არ მხოლოს ამერიკის არამედ საერთაშორისო სამართლისაც, მათ შორის იმ ხელშეკრულებისა, რომელიც კონკრეტულად სხვა ქვეყნებში წარგზავნილი დიპლომატების დაცვას ისახავს მიზნად.“

ბრალდების თანახმად, ეჭვმიტანილები ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის ადელ ალ ჯუბეირის მოკვლას ვაშინგრტონის ერთ-ერთ რესტორანში ბომბის აფეთქებით აპირებდნენ. ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, ეჭვმიტანილებმა კიდევ რამდენიმე შეთქმულების დაგეგმვაც აღიარეს, მათ შორის საუდის არაბეთისა და ისრაელის საელჩოების წინააღმდეგ.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მანსურ არბაბსიარია, რომელიც სექტემბერში ნიუ იორკის კენედის აეროპორტში დააკავეს. დაკავებისას მას ამერიკის და ირანის პასპორტები აღმოაჩნდა. მეორე ეჭვმიტანილი, რომელიც ჯერ კიდევ იძებნება, გომალ შაკურია და ის ირანში დაფუძნებული ჯგუფი ქუდსის წევრია. ქუდსი კი ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს წარმოადგენს.

ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ რევოლუციური გვარდია მსოფლიოს ყველა კუთხეში მონაწილეობს ტერორისტული აქტების დაგეგმვაში.

ერიკ ჰოლდერის განცხადებით, არბაბსიარმა დანაშაული აღიარა და შეერთებულ შტატებს ღირებული ინფორმაცია მიაწოდა ირანის მთავრობის შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ:

„გარდა იმისა, რომ შეერთებული შტატები შეთქმულებაში მონაწილე ინდივიდუალური პირების პასუხისგებაში მისცემს, ამერიკა ასევე აპირებს ირანის პასუხისმგებლობის დაყენებას მისი მოქმედებების გამო.“

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადის წარმომადგენელმა უარყო ბრალდებები. ამ ფონზე კი , ამერიკამ ორი ეჭვმიტანილისა და შეთქმულებაში მონაწილე ირანის სხვა მოქალაქეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

„ირანს გიჟები მართავენ და ეს ძალიან ცუდია“ - აცხადებს ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი პატრიკ კლოსონი.

„თუ ეს სიმართლეა და ირანელები მექსიკაში ეძებდნენ დასაქირავებელ მკვლელებს, რომ ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩი მოეკლათ, მაშინ დღეიდან ნებისმიერ დროს, როცა ამერიკის მთავრობა სხვა ქვეყნებს სთხოვს ირანელების მიერ შესაძლო კანონდარღვევები გამოიძიონ, ყველა ქვეყანა დათანხმდება ვაშინგტონის მოთხოვნას.“

ანალიტოკოსების მოორე ნაწილი კი, როგორიც მაგალითად სტრაგეგიული კვლევების ცენტრის ექსპერტი ენტონი კორდესმანია, მხარეებს სიფრთხილისკნ მოუწოდებენ:

„ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ შეთქმულებაში ირანის მთავრობის მხოლოდ ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა. ჩემი აზრით ამ ეტაპზე სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ფაქტებს წინ არ გავუსწროთ.“

არბაბსიარი გუშინ ნიუ იორკში მანჰეტენის სასამართლოში გამოცხადდა. ის ადგილზევე დააპატიმრეს და საჯარო დამცველი მიუჩინეს.

XS
SM
MD
LG