ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამოუკიდებლობის ორას ოცდაჩვიდმეტი წელი


ამ კვირაში ამერიკის მოქალაქეობის ფიცი რვა ათასმა ადამიანმა დადო

ამერიკამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 237-ე წლისთავი სამხედრო აღლუმით, პიკნიკით, კონცერტით და ბეისბოლის თამაშით აღნიშნა. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კენტ კლეინი მოგვითხრობს ვაშინგტონიდან, ბარაკ ობამამ დამოუკიდებლობის დღეს თეთრ სახლში ამერიკის არმიის წარმომადგენლები მიიწვია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელ ობამა ამერიკული არმიის 1200 ჯარისკაცს და მათი ოჯახის წევრებს თეთრ სახლში ბარბიქუთი გაუმასპინძლდნენ. ვახშამს საზღვაო ქვეითთა მუსიკალური კოლექტივის და გრემის ნომინაციაში გამარჯვებული ჯგუფის „ფანის“ კონცერტი მოჰყვა.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯარისკაცებს „სამხედრო გმირები“ უწოდა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამერიკულ ღირებულებებს იცავენ.

ბარაკ ობამა: მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ადამიანები დღეს მშვიდობით ცხოვრობენ, მათ საკუთარი მომავლის წარმართვის უფლება აქვთ. „ ეს თქვენი დამსახურებაა,“- მიმართა მან ჯარისკაცებს.

პრეზიდენტმა გაიხსენა „ პატრიოტების პატარა ჯგუფის“ სიმამაცე, რომლებმაც 1776 წელს ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაქვეყნეს, მან ასევე პატივისცემით მოიხსენია-მისი თქმით ეს „დემოკრატიის წარმოუდგენელი ექსპერიმენტი“ და თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლის ერთგულება.

ბარაკ ობამა: ამერიკას დიადს არა კეთილდღეობა, არამედ ის ღირებულებები და იდეალები აქცევს, რომლებიც ამ ქვეყანაში სუფევს და ის ფაქტი, რომ ადამიანები მზად არიან ამ იდეალებისთვის იბრძოლონ.

ათი ათასობით ადამიანი ვაშინგტონის ეროვნულ მოლში კონცერტისთვის შეიკრიბა, რომელიც ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. მისი ნახვა თითქმის მთელს ქალაქში შეგეძლოთ.

დაახლოვებით იგივე რაოდენობა მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონში შეიკრიბა, სადაც ბოსტონის ტრადიციულ პოპ-მუსიკის კონცერტს დაესწრნენ. აპრილში მარათონის აფეთქებების შემდეგ, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს პირველი ხალხმრავალი ღონისძიება იყო ბოსტონში. ამიტომ პოლიცია საკმაოდ მობილიზებული მუშაობდა.

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც 8 თვის წინ ქარიშხლის გამო დაზიანებული ამერიკის სიმბოლო-თავისუფლების ქანდაკება- ხელახლა გაიხსნა დამთვალიერებლისთვის.

ცერემონიაზე ნიუ იორკის მერმა მაიქლ ბლუმბერგმა ემიგრანტთა თაობების ცხოვრებაში თავისუფლების ქანდაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მაიქლ ბლუმბერგი: თავისუფლების სიმბოლო, რომელიც ყველა ჩამოსულს, ვისაც თავისუფლად სუნთქვისთვის მიისწრაფის, გულთბილად ხვდება. ეს ოთხი ივლისის დღის მსგავსი გრძნობაა. ეს მის გულშია, ვინც იცის ამერიკა მისთვის რა არის.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ განხორციელებული თვალთვალის გამო საპროტესტო აქციები ერთდროულად შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში გაიმართა. მოსახლეობა უკანონო სატელეფონო მოსმენებს და პირადი ინფორმაციის კონტროლის წინააღმდეგ გამოდის.
ამ კვირაში ამერიკის მოქალაქეობის ფიცის მიღების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. რვა ათასი ადამიანი ამერიკის ახალი მოქალაქე გახდა.
XS
SM
MD
LG