ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა გმობს ეკონომიკურ უთანასწორობას


ობამა გმობს ეკონომიკურ უთანასწორობას
ობამა გმობს ეკონომიკურ უთანასწორობას

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობა. თავის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ დადგა დრო როდესაც საშუალო კლასის ამერიკელების ბედი უნდა გადაწყდეს. "ქმედებისა და გარდატეხის დრო" დადგა განაცხადა პრეზიდენტმა.

კანზასის ქალაქ ოსავატომიში სამშაბათს პრეზიდენტი ამომრჩევლის წინაშე წარსდგა. ეს ქალაქი აღსანიშნავია იმით რომ 100 წლით ადრე პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა აქ ისტორიული სიტყვა წარმოასთქვა. ბარაკ ობამამ კი კანონმდებლებს საშუალო კლასის ამერიკელებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭებისკენ მოუწოდა. მან დასძინა, რომ ჩვეულებრივ, დასაქმებულ ამერიკელს თავისუფლად უნდა შეეძლოს ოჯახის რჩენა, საკუთარი სახლის ქონა და უსაფრთხო მომავლის რწმენა.

XS
SM
MD
LG