ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდაში დათვლილი ხმებით ობამამ გაიმარჯვა


ფლორიდის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ობამამ ხმების 50% მიიღო, მაშინ როდესაც რომნიმ 49.1

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ფლორიდის შტატში გამარჯვებულად ოფიციალურად გამოცხადდა. ფლორიდის შტატში დაძაბულ ორთაბრძოლას ჰქონდა ადგილი. ხმების საბოლოო დათვლის შედეგები კი მხოლოდ მე-4 დღეს გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ ობამა უკვე მეორე ვადით იქნა არჩეული.

ფლორიდის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ობამამ ხმების 50% მიიღო, მაშინ როდესაც რომნიმ 49.1. სხვაობა სულ 74 ათას ამომრჩეველს შეადგენდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელახალ გადათვლას ადგილი არ ჰქონოდა.
XS
SM
MD
LG