ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპელ ლიდერებთან ბარაკ ობამას შეხვედრის შედეგები


ევროპელ ლიდერებთან ბარაკ ობამას შეხვედრის შედეგები
ევროპელ ლიდერებთან ბარაკ ობამას შეხვედრის შედეგები

ეკონომიკური კრიზისის დაწყების დღიდანვე, ბარაკ ობამას მესიჯი ევროპისადმი თანმიმდევრული იყო. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ევროპელ ლიდერებს ვალის კრიზისის დარეგულირების უნარი შესწევთ. ობამას აზრით, ახლა მთავარი პოლიტიკური ნების არსებობაა.

ამერიკის პრეზიდენტმა განცხადება გუშინ, ევროპელ ლიდერებთან-ქეთრინ ეშტონთან, ჰერმან ვან რომუისთან და ჟოზე მანუელ ბაროსოსთან შეხვედრისას გააჟღერა და ევროპაში შექმნილ პრობლემებზე ამერიკული გადასახედიდან ილაპარაკა.

ობამა: „მაშინ როცა ევროპას რთული ჟამი უდგას, ჩვენთვისაც ანალოგიურად ძალიან რთულია სამუაო ადგილების შექმნა რადგან ძალიან ბევრს ვვაჭრობთ და ვთანამშრომლობთ ევროპის სახელმწფოებთან. ევროპა ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. ამერიკა თქვენთან კონსტრუქციული მეთოდებით გააგრძელებს მუშაობას“-განაცხადა ობამამ.

შეგახსენებთ, რომ ევროპოის ქვეყნების მთავრობები ოქტომბერში მიღწეული შეთანმების გატარებას ცდილობენ, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი კი საკუთარი ფისკალური პრობლემების დარეგულირებას. ამერიკა-ევროკავშირის სამიტი სწორედ ამ არასტაბილური ვითარების ფონზე შედგა. აღნიშნულ კონტექსტს დაემატა იმის შესაძლებლობაც, ომ ევროპის ეკონომიკურმა პრობლემებმა, შესაძლოა ამერიკა-ქვეყანა, რომელიც თავის მხრივ ევროპას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად თვლის, ხელმეორე რეცესიაში გახვიოს.

ვაბ რომპუიმ თავის მხრივ, გუშინდელი შეხვედრისას თეთრ სახლში აღნიშნა, რომ ევროპის მთავრობებმა ახლა ისეთი ზომები მიიღეს, რაც ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო. თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მათი განხორციელება გარდაუვალი აღმოჩნდა.

მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნების მთავრობები ფისკალური და ეკონომიკური დისციპლინის გამკაცრებას ცდილობენ, რაც ევროზონაში ფისკალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, და არა მარტო დისციპლინას, გულისხმობს.

ჟოზე მანუელ ბაროსომ კი შენიშნა, რომ ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებაა-კრიზისი ეფექტური მეთოდებით დაძლიონ.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამერიკის ლიდერს და ამერიკელ ხალხს არწმუნებს, რომ ევროპა რთულ პერიოდს გადის, თუმცა ევროპის კონტინენტი ყველაფერს აკეთებს შექმნილი პრობლემების დასაძლევად.

ამერიკა-ევროპის სამიტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა. განხილულ თემებს შორის ასევე იყო არაბული გაზაფხული, სიტუაცია სირიაში, ირანის ბირთვული პროგრამა და პოლიტკური ვითარება უკრაინასა და ბელარუსში.

ეგვიპტის, ტუნისისა და ლიბიის მოვლენების შემდეგ პირველი სამიტის დასრულებისას მიღებული ერთობლივი განცხადება, რომელიც სამიტის შემდეგ გაკეთდა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამომავლო გამოწვევებზე, თუმცა ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ამერიკის ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა უნდა მოხდეს.

ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა ბოლოს ასადის მთავრობას მოუწოდეს-დაასრულოს ძალადობა, სირიაში დაუშვას ადამიანის უფლებების დამკვირვებლები და უცხოელი ჟურნალისტები და უზრუნველყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული გარდამავალი ეტაპის გატარება.

და ბოლოს, ევროპელმა და ამერიკელმა ლიდერებმა მომავალ კვირას, ბონში დაგეგმილი კონფერენციის დღის წესრიგზეც იმსჯელეს, სადაც ავღანეთის განვითარების საკითხები და საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მიმართულებები იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG