ეროვნული უსაფრთხოების შესახებ თავის დასკვნით გამოსვლაში, პრეზიდენტი ბარაკ ობამა მთავარ აქცენტს შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გატარებულ, წარმატებულ კონტრ-ტერორიზმის პოლიტიკაზე აკეთებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ობამას ადმინისტრაციამ ოფისში ყოფნის 8 წლის მანძილზე, უზრუნველყო ამერიკელების დაცვა მთავარი გლობალური საფრთხეებისგან; მან ხელი შეუწყო საერთაშორისო კოალიციების მშენებლობას და დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”, თუ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლაში, ამერიკული ძალების ჩართულობის ზრდის გარეშე, წარმატებით ითანამშრომლა ადგილობრივ მთავრობებთან. პრეზიდენტი ობამა სიტყვით ფლორიდის შტატში მდებარე მაკდილის საჰაერო ბაზაზე გამოდის.
არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რესპუბლიკური პარტიის ბევრი წარმომადგენელი და კონტრ-ტერორიზმის ზოგიერთი ექსპერტი ამ შეხედულებას არ იზიარებენ. ისინი ობამას დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ზრდაში და გაძლიერებაში ადანაშაულებენ და ამ გარემოებას მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედაც კი მიიჩნევენ.