ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს შეხვდა


ობამა კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს შეხვდა
ობამა კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს შეხვდა

ამერიკის პრეზიდენტი გუშინ კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს შეხვდა. კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო იანვარში ახალი კონგრესის სხდომის მოწვევისას პოლიტიკური დაპირისპირების თავიდან აცილება.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი კონგრესში დენ რობინსონი მოგვითხრობს, პრეზიდენტი და კონგრესმენები ურთიერთგაგებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ორივე მხარემ ხაზი გაუსვა არსებულ განსხვავებებს.

შეხვედრა, რომელიც ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ პირველად შედგა ორ საათს გაგრძელდა.

ბარაკ ობამა, რომელიც უკვე თვეებია რესპუბლიკელებს აკრიტიკებს მისი ეკონომიკური პროგრამის უნდობლობისთვის, ახლა წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობას უნდა შეეგოუს, რომელსაც საშუალება ექნება მისი საკანონმდებლო ინიციატივები ჩააგდოს.

გუშინ პრეზიდენტი კონგრესში ორი მიზნით მივიდა: პირველი-საგადასახადო შეღავათების გაგრძელება საშუალო ფენის ამერიკელებისათვის, და რუსეთთან სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარება სენატის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა, მან მაინც აღნიშნა ის გარემოება, რომ აზრთა სხვადასხვაობა რჩება საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით.

სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკონელი ამ გამოსვლის შესახებ კომენტარს აკეთებს

მაკონელი: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ არ არის კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ვერ უნდა შედგებს ჩვენს შორის თანხმობა, და გავაკეთოთ ის რასაც ამერიკელი ხალხი ჩვენგან ითხოვს“.

მიუხედავად მოლაპარაკებებისა, სამშაბათის შეხვედრამ ვერ წარმოშვა კონკრეტული შედეგები სენატის მიერ რუსეთთან ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის საკითხში.

რესპუბლიკელების განცხადებით, ეს საკითხი ისევე როგორც საგადასახადო შეგავათების გახანგრძლივება, მომავალ წლამდე უნდა გადაიდოს.

ამ ფონზე, თეთრი სახლის პრეს სპიკერმა რობერტ გიბსმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველმა პირმა კარგად დაინახა რესპუბლიკელ ლიდერებთან კომუნიკაციის მნიშვნელობა. გიბსი:“ პრეზიდენტმა აღიარა, რომ კომუნიკაცია რესპუბლიკურ პარტიასთან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღევად.“

XS
SM
MD
LG