ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მანქანების გაყიდვებმა იმატა


ობამა: ამერიკელი მუშა ხელის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ყოველკვირეულ მიმართვაში აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მანქანების გაყიდვებმა ამერიკაში იმატა. ამას პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის მიღწევად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ზრდა უკავშირდება ძალისხმევას, რომელმაც ქალაქ დეტროიტში მოქმედ მანქანთმშენებლებს გაკოტრების საშუალება არ მისცა. ობამამ დასძინა, რომ ამერიკელი მუშა ხელის დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. "ამერიკული ავტო ინდუსტრია კოლაფსის წინაშე იდგა, ხოლო მილიონობით ადამიანს სამუშაოს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი დეტროიტში კეთდება უკეთესი, მაღალი სტანდარტის მანქანები, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე მომხამრებელზეც,"- განაცხადა პრეზიდენტმა.


XS
SM
MD
LG