ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ კონგრესს 2013 წლის ბიუჯეტის გეგმა შესთავაზა


ობამამ კონგრესს 2013 წლის ბიუჯეტის გეგმა შესთავაზა

ბარაკ ობამას მიერ კონგრესისთვის შეთავაზებულ 2013 წლის ბიუჯეტის გეგმას თეთრი სახლი „ბალანსირებულ მიდგომას“ უწოდებს. ახალ საბიუჯეტო ცვლილებებს ამერიკის პრეზიდენტი დღეს გაახმოვანებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჯეიკობ ლიუმ ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:

"პრეზიდენტის საბიუჯეტო გეგმა 10 წელიწადს მოიცავს. მოკლევადიანი პროგრამის მიხედვით ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა უნდა შენარჩუნდეს, გრძელვადიანით კი დეფიციტის კონტროლი ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ეკონომიკა მომავალშიც ძლიერი დარჩეს და კვალიფიცირებულ ამერიკელებს დასაქმების გარანტიები ჰქონდეთ" - აღნიშნავს ის.

რესპუბლიკურმა პარტიამ ახალ გეგმას უკვე შეუტია, განაცხადა რა, რომ ის პრეზიდენტო ობამას საარჩევნო კამპანიის ნაწილს შეადგენს. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა პოლ რაიანმა პრეზიდენტის გეგმის მონახაზს „ჩავარდნილი და კონტრპროდუქტიული დემოკრატიული კანონმდებლობის გაგრძელება“ უწოდა.

XS
SM
MD
LG