ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანელი ბლოგერების ნათესავების ღია წერილი ობამას


აზერბაიჯანელი ბლოგერების ნათესავების ღია წერილი ობამას

აზერბაიჯანში დაკავებული ორი ბლოგერის ოჯახის წევრებმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიმართეს.

ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მილის ნათესავებმა ღია წერილი გაუგზავნეს ამერიკის პრეზიდენტს, სადაც ისინი ამერიკელ ლიდერს ბლოგერების საკითხის წამოჭრას თხოვენ ხვალ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ნიუ იორკში.

შეგახსენებთ, რომ ჰაჯიადე 24 თვიან ხოლო მილი 26 თვიან პატიმრობას იხდიან ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო სიუჟეტის გამო, რომელშიც აზერბაიჯანში არსებულ ვითარებას აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG