ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ლათინურ ამერიკაში ტურნეს განაგრძობს


ბარაკ ობამა ლათინურ ამერიკაში ტურნეს განაგრძობს
ბარაკ ობამა ლათინურ ამერიკაში ტურნეს განაგრძობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაზილიაში ვიზიტი დაასრულა და ჩილეში გაემგზავრა, სადაც ის პრეზიდენტ სებასტიან პინიერას შეხვდება. ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ასევე საუბრის თემა იქნება ერთი წლის წინ ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შედეგები. შეხვედრის შემდეგ ლიდერები ერთობლივ კონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს კი პრეზიდენტი ობამა მეუღლესთან ერთად ოფიციალურ სადილს დაესწრება, რომელსაც სტუმრების საპატივცემულოდ ჩილეს ლიდერი გამართავს. ბრაზილიაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ბრაზილია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დიქტატორული ქვეყნის დემოკრატიად გარდაქმნა.

XS
SM
MD
LG