ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას აზიური ტურნე გრძელდება


ობამას აზიური ტურნე გრძელდება
ობამას აზიური ტურნე გრძელდება

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დიდი ოცეულის პარტნიორ ქვეყნებს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ მათი ეკონომიკური კეთილდღეობა ამერიკის განვითარებაზეც აისახება. ამის გამო, ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ გლობალური ეკონოიკის ზრდის შესანარჩუნებლად.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკული დოლარის სიძლიერე, რომელიც მსოფლიოს სარეზერვო ვალუტაა, ამერიკის ეკონომიკის სიძლიერეზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა არ შეწყდეს, ქვეყნებმა ერთმანერთთან უნდა ითანამშრომლონ და ცვლილებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

დიდი ოცეულის ქვეყნებს წერილი პრეზიდენტის სამხრეთ კორეაში ვიზიტს დროს გაეგზავნა. მანამდე კი ობამა ინდონეზიას სტუმრობდა სადაც მან ბავშვობის ნაწილი გაატარა.

პრესიდენტმა ინდონეზიის დემოკრატია და რელიგიური ტორლერანტულობა შეაქო:

„ნება მომეცით მარტივი განცხადებით დავიწყო: ინდონეზია ჩემი ნაწილია. პირველად ამ ქვეყნაში მაშინ ჩამოვედი, როცა დედაჩემმა ინდონეზიელზე იქორწინა. აქ გადმოსვლით ჩემი სამყარო იცვლებოდა, მაგრამ ინდონელიზლმა ხალხმა თავი უცხოდ არ მაგრძნობინა,“ განაცხადა პრეზიდენტრმა.

XS
SM
MD
LG