ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პრეზიდენტის ტრადიციული მიმართვა


ობამა: ეკონომიკა, უდავოდ, უმძიმესი კრიზისიდან გამოდის

ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ქვეყანა წინ მიიწევს და ეკონომიკა უდავოდ ვითარდება, ამასთან, 4 წლის წინ მომხდარი უმძიმესი კრიზისიდან გამოდის.

ყოველკვირეულ რადიო მიმართვაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი დღეს რეკორდულად დაბალია 2009 წლის შემდეგ, როდესაც ობამა ხელისუფლებაში მოვიდა.

მან კონგრესსაც მიმართა და სთხოვა, რომ გააგრძელონ ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა და ამერიკელების 98 პროცენტს არ გაუზარდონ გადასახადები. პრეზიდენტმა კონგრესის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და თქვა, რომ რესპუბლიკელი კანონმდებლები რიგითი ამერიკელებისთვის საგადასახადო შეღავათების დამტკიცებაზე უარს აცხადებენ მაშინ, როდესაც იგივე შეღავათები ქვეყნის უმდიდრეს მასას, მოსახლეობის 2 პროცენტს არ შეეხება.
XS
SM
MD
LG