ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთში დიდი რვიანის შეხვედრები მიმდინარეობს


საფრანგეთში დიდი რვიანის შეხვედრები მიმდინარეობს
საფრანგეთში დიდი რვიანის შეხვედრები მიმდინარეობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მსოფლიოს სხვა ლიდერები დიდი რვიანის შეხვედრაზე შეიკრიბნენ საფრანგეთში, რომლის დროსაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას, მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს და არაბულ ქვეყნებში მიმდინარე აჯანყებებს განიხილავენ.

ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მომხრეა. დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ამერიკული რაკეტსაწინაღო ფარის დამონტაჟების საკითხი განიხილეს.

ასევე ისაუბრეს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით დადებითად გადაწყდება.

დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ თავის მხრივ საფრანგეთსა და რუსეთს შორის მიღწეულ სამხედრო შეთანხმებაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით პარიზი მოსკოვს შვეულმფრენთა 4 ავიამზიდს გადასცემს. რომელთაგან ორს საფარანგეთი ააშენებს, ორს კი თავად მოსკოვი ააგებს.

XS
SM
MD
LG