ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნიუ-იორკის მარგალიტი“


"ნიუ-იორკის მარგალიტი"

ორი დღის განმავლობაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, “National Opera Centre” და “Engelman Recital Hall” საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, „ნიუ-იორკის მარგალიტს“ მასპინძლობდა. „პრაგმა არტ ჯგუფის“ ხელმძღვანელის, თამარ ღოღობერიძის ორგენიზებით, ფესტივალი ნიუ-იორკში მეორედ გაიმართა, თუმცა, მისი ისტორია ბათუმიდან იწყება. ფესტივალი პირველად 2015 წელს, „ბათუმის მარგალიტის“ სახელით, საქართველოში ჩატარდა.

წელს, კონკურსი ორდღიანი იყო და მასში რვა ქვეყნის, ორმოცდაათამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს, ამერიკის, იტალიის, ლატვიის, ბულგარეთის, თურქეთის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 7 დან 26 წლამდე ასაკის ვოკალისტებს შორის, ჟიურიმ გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა, - „მსოფლიო ჰიტი“, „აკადემიური ვოკალური სიმღერა“, „ეროვნული ტრადიციული, ან ფოლკლორული სიმღერა“, „ჯაზი, ჯაზ იმპროვიზაცია“.

კონკურსში მოსახვედრად, შესარჩევი ტური ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შერჩეული კონკურსანტები, ფესტივალის პირველ დღეს, ცნობილი მუსიკოსებით, მომღერლებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულმა, ინტრენაციონალურმა ჟიურიმ შეფასა. მეორე დღეს კი გალა კონცერტი და დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულებს, სხვა პრიზებთან ერთად, ფულადი ჯილდოები გადაეცათ. სხვადასხვა ასაკის კატეგორიებში, სხვადასხვა გრანპრის მფლობელები კი ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაორისო ფესტივალებზე მიიწვიეს.

სხვადასხვა ასაკობრივ და ჟანრობრივ კატეგორიებში, საპირველადგილო სიებში მოხვდნენ ანნა ფეიქრიშვილი, ფრანჩესკა კაჩერი, ლილი მარია პოტაპენკოვი, გაბრიელა ნოდელმანი, არტურ რაინისი. გრანპრის მფლობელი კი ბულგარული ტრიო გახდა.

ფესტივალის ფარგლებში, ამერიკაში მოღვაწე არტისტების ნაშრომების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილი იყო 11 წლის მხატვრის, დავით მეტრეველის ფერწერული ნამუშევრებიც. „ნიუ-იორკის მარგალიტის ფარგლებში, ეს დავითის პირველი გამოფენა იყო და ექსპოზიციაზე მან აბსტრაქტულ ჟანრში შესრულებული ნამუშევრები წარმოადგინა.

ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ფარგლებში შემოსული თანხა, კიბოს საწინააღმდეგო ორგანიზაციას გადაერიცხა.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, „ნიუ-იორკის მარგალიტის“ მიზანი, ახალგაზრდა შემსრულებლების აღმოჩენა და საერთაშორისო ასპარეზზე, კარიერული წინსვლის ხელშეწყობაა. “პრაგმა არტ ჯგუფი“ არ გამორიცხავს, რომ ფესტივალი, საერთაშორისო ჟიურის მონაწილეობით, მომავალში კვლავ საქართველოში გაიმართოს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG