ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში მეჩეთის აშენებას აპროტესტებენ


ნიუ იორკში მეჩეთის აშენებას აპროტესტებენ
ნიუ იორკში მეჩეთის აშენებას აპროტესტებენ

ნიუ იორკში ამერიკის მასშტაბით ყველაზე მეტი მეჩეთი მდებარეობს მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკელების 70 პროცენტი მანჰეტენზე ერთი მეჩეთის აშენების წინააღმდეგია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მხარს უჭერს ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმების ადგილთან ახლოს მეჩეთის აშენებას. მისი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას ამერიკაში ბევრი აკრიტიკებს. ამ პროექტთან დაკავშირებულმა დავამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამერიკაში რელიგიურ თავისუფლებას დიდი ყურადღება ექცევა.

აღნიშნული კულტურული ცენტრისა და მეჩეთის აშენება ტერორისტული თავდასხმების შედეგად დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებიდან რამდენიმე კვარტლის მოშორებითაა დაგეგმილი.

როდესაც მანჰეტენზე მეჩეთის აშენების იდეამ პირველად გაიჟღერა და მის მარშემო აზრთა სხვაობა ატყდა, ბარაკ ობამა დაპირისპირებაში არ ჩაერთო. თუმცა თეთრმა სახლმა განაცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ეს ის საკითხი ადგილობრივ დონეზე ანუ ნიუ იორკის ქალაქის მერიაში უნდა გადაწყვეტილიყო.

მაგრამ პარასკევ საღამოს, როდესაც პრეზიდენტი რამადანის დაწყების აღსანიშნავ ვახშამს მასპინძლობდა, თეთრ სახლში მან საჯარო განცხადება გააკეთა:

„მე, როგორც მოქალაქეს და პრეზიდენტს, მჯერა, რომ მუსლიმანებს ისეთივე უფლებები აქვთ ამ ქვეყანაში, როგორიც ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ამაში კი კერძო მფლობელობაში მყოფ მიწაზე ღვთიმსახურებისა და საზოგადოებრივი ცენტრის მანჰეტენზე მშენებლობაც შედის.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის რატომ გამოიწვია ამ საკითხმა ასეთი ვნებათა ღელვა. თუმცა ისიც დასძინა, რომ ალ ყაიდა არ წარმოადგენს ისლამს და ამასთან ამერიკაში რელიგიის თავისუფლება მუდამ შეურყეველი უნდა პრინციპი იყოს.

პრეზიდენტის ამ კომენტარმა მშენებლობის პროექტის ოპონენტების დამოკიდებულება ვერ შეცვალა.

პამელა გელერი ახლახან შექმნილი ჯგუფის ლიდერია, რომელსაც „შეაჩერეთ ამერიკის ისლამიზაცია“ ჰქვია. ჯგუფმა უკვე არა-ერთი დემონსტრაიცა მოაწყო მანჰეტენზე მეჩეთის აშენების გასაპროტესტებლად.


ქალბატონი პამელას თქმით „ის [პრეზიდენტი] უბრალოდ უგულვებელყოფს - თანაც ასე გულგრილად - იმას, რასაც 11 სექტემბერს დაღუპული ადამიანიების ოჯახის წევრები განიცდიან.“

კრიტიკოსების ნაწილს საზოგადოებრივი ცენტრისა და მეჩეთის აშენება არ აღელვებს. მათ გული იმაზე შესტკივათ, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში, რადიკალურად განწყობილი მუსლიმანი ელემენტები ამას გამარჯვების ნიშნად წარმოაჩენენ.

ნიჰად ავადი ამერიკა-ისლამის ურთიერთობის საბჭოს დირექტორია. მისი თქმით, პრეზიდენტის კომენტარის დანიშნულება სწორედ ამ შეხედულების დაბალანსების მცდელობა იყო:

„სინამდვილეში, ამ ცენტრის არ აშენება იქნება სწორედ ტერორისტებისა და ექსპტრემისტების გამარჯვება. თუ ეს ცენტრი არ აშენდა, ამით ისინი ხელს შეუშლიან მუსლიმ ამერიკელებს ისარგებლონ რელიგიური თავისუფლებით, რომელიც ამ ქვეყანაში სხვა არც ერთ რელიგიას არ ეზღუდება.“

მეჩეთის აშენების გარშემო დავა შედარებით უმტკივნეულო იყო ვიდრე მისი გაკრიტიკება ისეთმა ხალხმა არ დაიწყო, როგორიცაა მაგალითად ალასკას შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პალინი, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სენატორ მაკეინთან ერთად ვიცე პრეზიდენტის პოსტზე იყრიდა კენჭს.

პრეზიდენტი ობამას განცხადებამდე სი ენ ენის მიერ ჩატარებული გამოიკითხვის თანახმად, ამერიკელების 70 პროცენტი მანჰეტენზე მეჩეთის აშენების წინააღმდეგია. ამ ფონზე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქალაქ ნიუ იორკში მთელი ამერიკის მასშტაბით მეჩეთების ყველაზე დიდი რაოდენობა მდებარეობს.

XS
SM
MD
LG