ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიუჟეტი ნიუ-იორკიდან: რა ვიცით სინდიკატის ქართველ წევრებზე?


რუსული კრიმინალური სინდიკატი - ვინ არიან ნიუ-იორკში გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი წევრები, რომელთა ნაწილი, 23 პიროვნება უკვე აყვანილია და ფედერალური ბრალდება გუშინ საღამოს პირადად წაუყენეს. დანარჩენ 18-ი სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება. ხუთი გაქცეულია და იძებნება. მთლიანობაში კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში 33 პირს ედავებიან.

გვიან ღამით, ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურის მიერ ოფიციალური განცხადება გავრცელდა, რომელშიც საუბარია ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შტატებში მცხოვრებ ქართველ კანონიერ ქურდებზე და მათ დაჯგუფებაზე, რომელთაც ბრალი მკვლელობის მცდელობაში, იარაღის უკანანო ტარებაში, ნარკოტიკების გასაღებაში, ქურდობაში, საბუთების და საკრედიტო ბარათების გაყალბებასა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერულ მანიპულირებაში ედებათ. დაკავებულებს შორის ქართველი მოკრივეები, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი, UFC -ის წევრი, ლევან მაყაშვილი და WBO- ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძეა. რას აცხადებენ დაკავებულების ახლობლები თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ეგრეთ წოდებული რუსული კრიმინალური კარტელის დაკავებულ წევრებს შორის უმრავლესობა ქართველი და საქართველოს მოქალაქეა. დანაშაულებრივ ჯგუფს, დეპარტამენტის განცხადებით, ე.გ. კანონიერი ქურდები რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. შულაია, რომლის დაჯგუფება ოლქის პროკურატურის განცხადებით, " შულაიას ენტეპრაიზ" ანუ საწარმო , ასეა მოხსენიებული, რუსეთის მოქალაქეა და ბევრს მოგზაურობდა უკრაინასა და რუსეთში. ერეკლე კერესელიძე, დენის სავგირი, გიორგი ლომიშვილი, მამუკა ჩაგანავადა სემიონ სარაიდაროვი იძებნებიან. 23- დაავებულს ფედერალურ სასამართლოში ბრალი პირადად წაუყენეს, ხოლო 18 დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე. რაჟდენ შულაიას, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავას, მელმან გაბისონიას და მაყაშვილს, ავთანდილ ხურციძეს ატლანტიკ სითის და ლას ვეგასის სამორინეებში, ელექტრონული ჰაკერული პროგრამებით სათამაშო აპარატებში შეღწევაში და სასურველი მანიპულაციის გამოყენებაში წაუყენეს ბრალი. ეს ბრალდება 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველ კომენტარს ამერიკის ხმასთან გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი აკეთებს.

დიანა ჟღენტი: გენერალური საკონსულო აქტიურ კონტაქტზეა სამართალდამცავ ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის მოწოდებული მასალის თანახმად დაკავებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც წარდგენილი აქვთ ბრალი განსაუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ რეკეტი-გამოძალვა, კორუფცია, ძარცვა, საკომონუკაციო საშუალებებით თაღლითობა, ნაროტიკებთან დაკავშირებული ბრალდებები და სხვა. მე რაც მომაწოდეს სამართალდამცავმა ორგანოებმა არიან ამ მონაცემებით მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქები. ზოგი ამერიკის მოქალაქეა, ქართული წარმოშობის ამერიკის მოქალაქე და სხვა.

ამერიკის ხმა : ხურციძის დაკავების შესახებ რა იცით? იყო ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდა. აეროპორტში მოხდა მისი დაკავება?

დიანა ჟღენტი: ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგან გამოძიების პროცესი აქტიურ ფაზაშია.

ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი იმიგრანტებისთვის და სპორტული საზოგადოებისთვის ლევან მაყაშვილის და ავთანდილ ხურციძის სახელების დანაშაულებრივ სიაში მოხვედრა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ლევან მაყაშვილის მეუღლეს ფეისბუქით დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა რომ ეს გაუგებრობაა და კომენტარს ვერ გააკეთებს. ია არველაძე ლევან მაყაშვილის და ავთანდილ ხურციძის დიდი ხნის მეგობარია. ის მათ ნიუ-იორკში ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან იცნობს და ატლანტიკ სითიში გამართულ ყველა ორთაბრძოლაში გულშემატივრობს. ის ამ ინფორმაციით გაოგნებულია.

ია არველაძე: მოულოდნელზე მოულოდნელი ინფორმაციაა. ესენი არიან უწესიერესი ადამიანები, ორივე სპორტსმენი, ორივე წარმატებული. ლევანს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ორივე წარმატებული, დამსახურებული, შემდგარი სპორტსმენი და უწესიერესი ადამიანია. არ ვიცი ალბათ რაღაც შეცდომაა, არ ვიცი შოკში ვარ.

მანჰეტენის მოქმედი პროკურორის ჯონ ეკიმის განცდადებით ეს არის პირველი ფედერალური ბრალდება რეკეტზე ეგ. წოდებული "რუსი ქურდის" წინააღმდეგ. მისი თქმით, კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის საქმეში დევს წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მომზადება, როდესაც მსხვერპლს აცდუნებდნენ და შემდეგ ქლოროფორმის საშუალებით თიშავდნენ, ასევე დიდძალი ქურდობა, სატვირთო კონტეინერიდან 10 ათასი პაუნდის ოდენობის შოკოლადის მოპარვა და სამორინეებში სათამაშო აპარატების ჰაკერობა.

ამერიკელი სამართალდამცავების განცხადებით, დანაშაულებრივი სამყარო ბრუკლინიდან ნევადის შტატამდე, ლას-ვეგასასის ჩათვლით მოქმედებდა. საუბარია ბრაიტონზე უკანონო პოკერის სათამაშო ბიზნესზე, სადაც იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, სძალავდნენ თანხას როგორც მოთამაშეებს, ისე ადგილობრივ ბიზნესის მეპატრონეებს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ქალბატონია, ნაზო იგივე ანა გაფრინდაშვილი, რომელიც სამართალდამცავების განცხადებით, გამოიყენს იმისთვის რომ ჯერ ეცდუნებინა, ხოლო შემდეგ მოეწამლა პიროვნება. ჯგუფის ორ წევრს, მათგან ერთ-ერთს გიორგი ლომიშვილს მანჰეტენზე და ბრუკლინში ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად, რაც ამერიკული კანონმდებლობით, ნიუ-იორკში , 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლომიშვილი ძებნაშია. დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე ეწეოდა კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობას, საბუთების, საბანკო ჩეკების და საკრედიტო ბარათების დამზადებას და მოხმარებას.

წაყენებული ბრალდებები ამერიკის ფედერალური კანონის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში 5, 10, 20 და 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG