ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგია არ ჩატარდება


შობა
შობა

216 წლის განმავლობაში პირველად, ნოტრ-დამის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საშობაო ლიტურგია არ ჩატარდება. მიზეზი გაზაფხულზე ტაძარში გაჩენილი ხანძარია, რომლის დროსაც ისტორიული სალოცავის სახურავი ჩამოიშალა.

ამ დროისთვის ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დღეს ქრისტიანი მორწმუნეები ნოტრ-დამში არ შეიკრიბებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნოტრ-დამის ნაცვლად საშობაო ლიტურგია წმინდა Germain l’Auxerrois ტაძრში გაიმართება.

15 აპრილს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. შენობის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ფრთხილად მოქმედებდნენ. ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხარაჩოებშია ჩასმული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ცნობილია რომ სრულად აღდგება ტაძრის სახურავი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის ისტორია მეთორმეტე საუკუნიდან იწყება, და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG