ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეაში ჩავიდა. კიმ იო ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის პირველი წევრია, რომელიც 1950-1953 წლების კორეის ნახევარკუნძულის ომის შემდეგ სამხრეთ კორეას ესტუმრა.

კიმ იო ინი ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის წევრია და ის მისი ძმის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველია. გაერომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციისთვის გამონაკლისი დაუშვა და მათ მოგზაურობის უფლებამისცა.

ჩრდილოთ კორეა გაეროს სანქციების ქვეშაა, რომლებიც რეპრესიული რეჟიმის წევრებზე სამოგზაურო შეზღუდვებსაც ითვალისწინებს. სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ოლიმპიადას ჩრდილოეთიდან 22-წევრიანი ოფიციალური დელეგაცია ესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG