ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ საკითხზე უმაღლეს დონეზე შეხვედრების დაგეგმვა გრძელდება


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები და დღის წესრიგის შემუშავება აქტიურ დონეზე გადადის. ამ შეხვედრას, სავარაუდოდ, ამერიკის და ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს დონეზე შეხვედრა მოჰყვება.

ძალისხმევა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის პროგრამის დახურვაზე შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა ბირთვული განიარაღების თემაზე მოლაპარაკების საშუალება შექმნა იმით, რომ სამხრეთ კორეასთან უმაღლესი დონის შეხვედრას დათანხმდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედრა შესთავაზა.

კიმი, მისი ქვეყნის, მუქარის შემცველი ბირთვული იარაღის პროგრამის საკითხზე მსჯელობას და მოლაპარაკებების დროს, იარაღის პროვოკაციული გამოცდების შეჩერებას დათანხმდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG