ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანი ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადება


ადმირალი სამუელ ლოკლეარი აფრთხილებს ჩრდილოეთ კორეას, რომ განმეორებითი ბირთვული ცდები ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს

აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი სამუელ ლოკლეარი აფრთხილებს ჩრდილოეთ კორეას, რომ განმეორებითი ბირთვული ცდები ქვეყანას იზოლაციაში აქცევს და ამასთან რეგიონში საფრთხეს ქმნის.
ეს განცხადება ადმირალმა ლოკლეარმა ჰავაიში ჟურნალისტებთან და მეცნიერებთან შეხვედრისას მაშინ გააკეთა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფხენიანი ახალი სარაკეტო გამოცდისთვის ემზადება.

იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოეთ კორეა გაფრთხილებების მიუხედავად განზრახვას მაინც განახორციელებს, ის მნიშვნელოვნად დაარღვევს გაეროს უშიშროების მიერ მიღებულ რეზოლუციას.
XS
SM
MD
LG