ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებების წინ რაკეტები გამოსცადა


ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის კიდევ ერთი საცდელი გაშვება მოახდინა. რაკეტის გაშვება, ფხენიანთან წლის ბოლოს დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, ჩრდილოეთმა თავისი აღმოსავლეთი სანაპიროდან ზღვის მიმართულებით, მოკლე რადიუსის ორი რაკეტა გაუშვა.

სეულის შეფასებით, ზღვაში ჩავარდნამდე სარაკეტო ჭურვებმა 380 კილომეტრი იფრინა. სავარაუდოდ, ეს ჩრდილოეთ კორეის დიდი კალიბრის მრავალ რაკეტიანი გამშვები სისტემის უახლესი გამოცდა იყო.

წელიწადნახევრის განმავლობაში იარაღის გამოცდებისგან თავშეკავების შემდეგ, მაისის დასაწყისიდან ეს მეცამეტე გამოცდა იყო.

ჩრდილოეთ კორეა წლის ბოლოსთვის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ წნეხს აძლიერებს, რათა ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები მეტ დათმობებზე წავიდეს.

კიმი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 2018 წლის ივნისის შემდეგ სამჯერ შეხვდნენ, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის მოცილებას ვერ მიაღწიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG