ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირს ოთხშაბათს დაკრძალავენ


კიმ ჩენ ირს ოთხშაბათს დაკრძალავენ

ჩრდილოეთ კორეა აწ გარდაცვლილი ლიდერის კიმ ჩენ ირის დაკრძალვისთვის ემზადება. ცერემონია ოთხშაბათს არის დაგეგმილი ფხენიანის სახელმწიფო მედია დამატებით დეტალებს არ ავრცელებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაკრძალვის ცერემონია კიმ ჩენ ირის მამის - კიმ ირ სენის დაკრძალვის ანალოგიური იქნება. სწორედ კიმ ირ სენმა ჩაუყარა საფუძველი მათი ოჯახის დინასტიურ მმართველობას. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური მედია კი განაგრძობს ცნობების გავრცელებას ახალი ლიდერის კიმ ჩენ ინის შესახებ. გუშინ ფხენიანის მედიამ გაავრცელა ცნობა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ.

XS
SM
MD
LG