ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფხენიანმა წყალბადის ბომბი გამოსცადა


კვირას, ჩრდილოეთ კორეამ მეექვსე ბირთვული ტესტი ჩაატარა. მან ამჯერად თერმობირთვული წყალბადის ბომბი გამოსცადა, რომელიც შესაძლებელია საკონტინენტთაშორისო რაკეტაზე განთავსდეს.

ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, წყალბადის ბომბის გამოცდა ნაწილია "კორეის სახალხო პარტიის გეგმისა, რომელიც სტრატეგიული ბირთვული ძალების შექმნას ისახავს მიზნად."

ამერიკელი და ჩინელი სეისმოლოგების ცნობით, ბომბის აფეთქებას მიწისძვრის მსგავსი რყევები მოჰყვა. ბიძგების ეპიცენტრი პუნგი-რის რაიონში იყო - იქ, სადაც ჩრდილო-კორეელთა ბირთვული გამოცდების ცენტრი მდებარეობს.

პირველი ბიძგი 6.3 ბალის ექვივალენტური იყო. ექსპერტების ცნობით, ასეთი რყევის გამოწვევა 1 მეგატონის სიმძლავრის წყალბადის ბომბის აფეთქებას შეეძლო. მათივე მტკიცებით, ეს აფეთქება ფხენიანის შარშანდელ ტესტზე (2016 წლის 9 სექტემბერი) ათჯერ უფრო ძლიერი იყო.

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ სარაკეტო პოტენციალს ეგზისტენციურ საფრთხედ აფასებს და ამბობს, რომ მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტს, მათ შორის, სამხედრო მოქმედებას, განიხილავს.

XS
SM
MD
LG