ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები კვირპოსის საკითხზე


კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი, ერსინ თათარი იმედოვნებს, რომ კუნძლის კონფლიქტის მოგვარებისთვის, მისი წინადადება ორი სახელმწიფოს შესახებ, გაეროს წინამძღოლობით მიმდინარე მოლაპარაკებებს „ახალ ხედვას“ შესძენს. ეს იმ ფონზე, როცა ბერძნულმა მხარემ, თათარის ხედვა უკვე უარყო.

გაეროს არაფორმალური მოლაპარაკებები კვირპოსის შესახებ სამშაბათს დაიწყო. მოლაპარაკებებზე მიწვეულია ორივე მხარე და სამი გარანტორი ქვეყანა - თურქეთი, საბერძნეთი და ბრიტანეთი.

ფედერალური ქოლგის ქვეშ გაერთიანების შესახებ წინა მოლაპარაკებები, როგორც ეს გაეროს რეზოლუციაში იყო ასახული, ჩაიშალა. მას შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსი, ორი სახელმწიფოს იდეით გამოდის. მაგრამ, კვორპოსელი ბერძნები, კუნძული საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა, ამ წინადადებას არ იღებს. თათარის ინიციატივა, თურქული კვირპოსის სუვერენულ ხელისუფლებას გულისხმობს.

სააგენტო როიტერთან ინტერვიუში, სეპარატისტული ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 40 წლის განმავლობაში, ფედერალური სისტემის შესახებ მოლაპარაკებები არაწარმატებულია და უფრო „რეალისტური“ მიდგომაა საჭირო.

კუნძული ბერძნულ და თურქულ მხარეებს შორის ორ ნაწილად 1974 წელს გაიყო. ჩრდილოეთ კვიპროს დამოუკიდებლად მხოლოდ თურქეთი აღიარებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG