ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ფხენიანის წინააღმდეგ


ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე შესაძლოა საერთაშორისო გამოძიება დაინიშნოს

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო ჩრდილოეთ კორეის საკითხში საერთაშოროსო გამოძიების დანიშვნას ითხოვს. საბჭო აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბევრი ფაქტი ხდება.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს თავმჯდომარემ მარზუკი დარუსმანმა აღნიშნა, საერთაშორისო გამოძიების დანიშვნა ფხენიანზე დამატებითი ზეწოლის ფაქტორი გახდება, რათა ქვეყანაში ვითარება გამოასწოროს.

„როდესაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის აღსაკვეთად ზომები არასაკმარისია, საერთაშორისო გამოძიების დანიშვნა ერთგვარი დაცვის ზომაა, რომელსაც შემაკავებელი ფუნქცია გააჩნია,“ - განაცხადა მარზუკი დარუსმანმა.
XS
SM
MD
LG