ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის საკითხის მშვიდობიანი მოგვარების იდეას ემხრობიან. ამის შესახებ განცხადებები ორი ქვეყნის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე ომი არავის სურს. მან იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები საკითხის სამხედრო გზით მოგვარებას არ აპირებს.

ჩრდილოეთ კორეაზე დაწესებული სანქციების გამკაცრების მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭომ პარასკევს ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეას გაზის და დიზელის იმპორტის რაოდენობას უზღუდავს.

რეზოლუციის თანახმად, გაეროს წევრმა ქვეყნებმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები უნდა გაიხმონ. შეერთებული შტატების გათვლებით, ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 80 000 მოქალაქე მუშაობს ჩინეთში, 300 000 კი რუსეთში.

ჩრდილოეთ კორეა მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უარყოფს და მას „საომარ ქმედებას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG