ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში ჩავიდა


შეხვედრის მომენტი პეკინში დამონტაჟებულ გიგანტურ ქუჩის ეკრანზე.

კიმ ჩენ უნი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიიღო. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მთავარი თემა გასულ კვირაში, შეერთებულ შტატებს და ჩრდილოეთ კორეას შორის გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაა.

სი ძინპინმა კიმ ჩენ უნთან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი ბირთვულ სამიტზე მიღწეული შედეგების დანერგვას შეძლებენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამიტზე პრეზიდენტ ტრამპს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ბირთვულ განიარაღებას დაპირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG