ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში


ნობელის პრემია კანადელმა მწერალმა ალის მუნრომ მიიღო. მუნრო მეცამეტე ქალია, რომელსაც ლიტერატურული ნობელის პრემია გადაეცემა.

კანადელმა მწერალმა ალის მუნრომ 2013 წლის ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ, ლაურეატის გამოცხადებისას 82 წლის მწერალს თანამედროვე ნოველების ოსტატი უწოდა.

მუნრომ წერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ ნოველების არაერთი კრებული გამოსცა. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის გუბერნატორის მთავარი პრიზი-რომელიც კანადის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოა. ნობელის პრემია მუნროს კარიერის უმაღლესი მწვერვალია. წლის დასაწყისში მან თქვა, რომ სავარაუდოდ იგი წერას უახლოეს მომავალში შეწყვეტდა.

ალიკ მუნრო მეცამეტე ქალბატონია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელს მიიღებს.
XS
SM
MD
LG