ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ლიტერატურაში ზანზიბარიდან ბრიტანეთში დევნილმა მწერალმა აიღო


2021 წლის ნობელის პრემია ლიტერატურაში, წარმოშობით ტანზანიელმა მწერალმა აბდურაზა გურნამ აიღო. "კოლონიალიზმის შედეგების და ლტოლვილების ბედის უკომპრომისოდ და თანაგრძნობით, სიღრმისეულად აღწერისთვის" - ნათქვამია შვედეთის ნობელის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

72 წლის მწერალმა აფრიკის კონტინენტი გასული საუკუნის 60-იან წლებში დატოვა. მაშინ ზანზიბარში, სადაც ის იზრდებოდა, არაბები მკაცრად იდევნებოდნენ.

ზანზიბარში დაბრუნების საშუალება გურნას მხოლოდ 1984 წელს მიეცა, როცა მან მამა სიკვდილის წინ მოინახულა. მის ათამდე ცნობილ რომანებს შორისაა "სამოთხე" და "გაქცევა". გურნა ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს და კენტის უნივერსიტეტის პროფესორია.

გურნას მშობლიური ენა სუაჰილია. თუმცა, როცა 21 წლის ასაკში რომანების წერა დაიწყო, ამისთვის მან ინგლისურად წერა ამჯობინა. მწერალი ამბობს, რომ შთაგონებას არაბული და სპარსული პოეზიით იღებს, ასევე ძალიან უყვარს კორეული და ინგლისური ლიტერატურა.

აბდურაზა გურნა მეორე აფრიკელი მწერალია, რომელმაც ნობელის პრემია 2007 წელს ბრიტანელი, წარმოშობით ზიმბაბველი მწერლის, დორის ლესინგის შემდეგ მოიპოვა. ის ასევე ისტორიაში სუბ-საჰარიდან რიგით მეორე შავკანიანი ნობელიანტი მწერალია. პირველად ეს პრესტიჟული ჯილდო ნიგერიელ უოლ სოინკას 1986 წელს მიენიჭა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG