ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია აუქციონზე გაიყიდა


პრემია ნიუ იორკში აუქციონზე 2, 27 მილიონ დალარად გაიყიდა.

50 წლის წინ მოგებული ნობელი პრემია, რომელიც ფრნცის კრიკს დნმ-ის აღმოჩენისთვის მიენიჭა, ნიუ იორკში აუქციონზე 2, 27 მილიონ დალარად გაიყიდა.
ინგლისში, კემბრიჯში მომუშავე კრიკმა და მისმა კოლეგამ, ჯეიმს ვაცონმა დნმ-ის სპირალური აგებულება და მისი ფუნქცია მსოფლიოს გააცნეს, შესბამისად 1962 წელს ორივე მეცნიერს მედიცინის დარგში ნობელის პრემიები მიენიჭათ.
ოთხშაბათს 6 მილიონად გაიყიდა წერილი, რომელიც კრიკმა თავის ვაჟიშვილს მიწერა და რომელშიც აღწერილია აღმოჩენის შესახებ დეტალები. ამ თანხამ მოხსნა მანამდე არსებული რეკორდი, რომელიც აბრაამ ლინკოლნის წერილში 2008 წელის იყო გადახდილი. თანხამ მაშინ 3 400 000 შეადგინა.
აუქციონიდან მიღებული თანხა ფრანცის კრიკის ინსტიტუტს მოხმარდება.
XS
SM
MD
LG